A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლაი ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაფ ლაქ

ლაბორატორიული ცხოველები

E. laboratory animals
Rus. лабораторные животные
L. animal laboratoriales
(ლათ. laboro ვმუშაობ) - ცხოველები, რომლებიც გამოიყენებიან სამეცნიერო, ექსპერიმენტული ანუ საცდელი მიზნებისათვის. კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი მგრძნობიარობა ინფექციური აგენტებისადმი ან ტოქსინებისადმი. გარდა ამისა, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მცირე ზომებით, სწრაფი გამრავლების უნარით, აგრეთვე ადვილად მოსავლელნი უნდა იყვნენ. ამჟამად სულ უფრო ხშირად იყენებენ წმინდა (სუფთა) ხაზების ცხოველებს (იხ. ინბრედული ცხოველები). ლაბორატორიული ცხოველებია: დროზოფილები, ბაყაყები, თაგვები, ვირთაგვები, ზაზუნები, ზღვის გოჭები, ბოცვერები, კატები, ძაღლები, ზოგჯერ, მაიმუნები და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9