A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლაი ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაფ ლაქ

ლაზერი

E. laser
Rus. лазер
L. lazer
(ინგლ. LASER აბრევიატურაა light amplifi cation by stimulated emission of radiation) - სინათლის გაძლიერება ინდუცირებული გამოსხივების მეშვეობით) - ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ენერგიის მაღალი კონცენტრაციის მქონე სინათლის ძალზე წვრილი კონის მიღების საშუალებას იძლევა. ქირურგიულ პრაქტიკაში გამოიყენება ქსოვილების უმცირესი უბნების საოპერაციოდ, გარემომცველი ქსოვილების მინიმალური დაზიანებით. გამოიყენება ძნელად შესახორცებელი ჭრილობების და წყლულების შემთხვევაში, კორონარული არტერიების დახშობის თავიდან ასაცილებლად, კანიდან ხალების მოსაცილებლად. თვა ლის ქირურგიაში (რქოვანაზე, ბროლის კაფსულაზე, ბადურაზე) გამოიყენება ლაზერის სხვადასხვა ტიპები.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9