E. lambliosisRus. ламблиозL. lambliosis ლამბლიებით (Lamblia intestinalis, იგივე Giardia lamblia) გამოწვეული წვრილი ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დასენიანება, რომელიც ძირითადად გვხვდება ბავშვებში. ლამბლია უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის წარმომადგენელია. მისი ფორმა მსხლისებურია, ორმხრივსიმეტრიული სხეულის სიგრძე 8-30მკმ-ია. პირველად აღწერა ექიმმა ვ.ლამბლემ 1859 წელს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]