L. atherosclerosisRus. атеросклерозE. atherosklerosis atherosclerosis (ბერძნ. athere ფაფა, sklerosis შესქელება, გამკვრივება) – ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების (აორტის, საშუალო და მსხვილი კალიბრის არტერიების) შიდა გარსის ლიპიდური ინფილტრაცია. სისხლ-ძარღვის კედელზე წარმოიქმნება ბალთები („ფოლაქები“), რაც ამცირებს მათი სანათურის დიამეტრს და აბრკოლებს სისხლის ნორმალურ განვლადობას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]