A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლეგ ლეთ ლეი ლემ ლენ ლეპ ლეს ლეტ ლეც

ლეიშმანიები

E. leishmania
Rus. лейшмании
L. leishmania
უმარტივესების ტიპის შოლტიანების კლასის წარმომადგენელია, უჯრედშიდა პარაზიტები. ცნობილია დონოვანის ლეიშმანია (L.donovani), ტროპიკული ლეიშმანია (L.tropica) და სხვ. პირველი იწვევს ვისცერულ ლეიშმანიოზს (კალააზარს), ხოლო მეორე - კანის ლეიშმანიოზს ანუ აღმოსავლურ წყლულს. ტროპიკული ანუ კანის ლეიშმანიოზის რეზერვუარს წარმოადგენენ მღრღნელები, მტაცებლები, ძაღლი, კატა, აქლემი. ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანებია ჩინური ფლებოტომუსი (Phlebotomus chinensis) და კანდელაკის ფლებოტომუსი (Phl. kandelaki), ხოლო კანის ლეიშმანიოზის გადამტანებია Phl.papatasii და Phl. sergentii.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9