A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლეგ ლეთ ლეი ლემ ლენ ლეპ ლეს ლეტ ლეც

ლეიშმანიოზი

E. leishmaniasis
Rus. лейшманиоз
L. leishmaniosis
ადამიანისა და ცხოველების პროტოზოული ბუნების ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ლეიშმანიები. არჩევენ ვისცერულ (გამომწვევია Leishmania donovani), კანის (გამომწვევია Leishmania tropica) და კან-ლორწოვან ლეიშმანიოზს (გამომწვევია Leishmania brasiliensis). საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანია მოსკიტი Phlebotomus kandelaki. ვისცერული ლეიშმანიოზის სამკურნალოდ იყენებენ სურმის პრეპარატებს (სოლუსურმინს, ნეოსტიბოზანს და სხვ.) და არომატულ დიამიდინებს (სტილბამიდინს, პენტამიდინს), კანის ლეიშმანიოზის დროს კი აკრიხინს, ამფოტერიცინ B-ს და ა.შ. დაავადებას სახელი ეწოდა ინგლისელი ექიმის ვ.ლეიშმანის (1865- 1926) საპატივცემულოდ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9