E. lysogenic conversionRus. лизогенная конверсияL. conversio lysogenica (ბერძნ. lysis დაშლა, geneia წარმოქმნა, conversio ცვლილება) - ბაქტერიული უჯრედების თვისებების ცვლილება მისი ე.წ. ზომიერი ფაგით დასენიანების შედეგად. ეს პროცესი დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედში ახალი გენეტიკური ინფორმაციის დამატებასთან, რომელიც შედის უჯრედში ფაგის გენომის სახით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე ტრანსდუქცია, რაც შეიძლება გახდეს ფერმენტული აქტივობის დათრგუნვის თუ გაძლიერების, პათოგენური თვისებების, კოლონიების მორფოლოგიის და სხვა პარამეტრების ცვლილების მიზეზი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]