E. lymphangoitisRus. лимфангоитL. lymphangoitis (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. angeion სისხლძარღვი, itis ანთება) - ლიმფური ძარღვების, სადინრების ანთება. ჩვეულებრივ, იწვევს Streptococcus-ის გვარის ბაქტერიები, რომლებიც ლიმფურ სადინრებში ხვდებიან კანზე არსებული ჭრილობიდან. სიმპტომები: ცხელება, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები. ეფექტურია ანტიბიოტიკოთერაპია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]