A E L R T X Y

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლიბ ლიგ ლიზ ლით ლიკ ლიმ ლინ ლიო ლიპ ლის ლიქ

ლიპიდები

E. fats (lipids)
Rus. липиды
L. adeps (lipida)
(ბერძნ. lipos ცხიმი) - ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ჯგუფი, რომელიც შედის ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაში და მონაწილეობს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. ლიპიდები წარმოადგენენ უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების, სპირტების ან ალდეჰიდების წარმოებულებს. ყველა ლიპიდი იხსნება ორგანულ გამხსნელებში და როგორც წესი, არ იხსნება წყალში. ლიპიდები შედის ბიოლოგიური მემბრანების შემადგენლობაში, გავლენას ახდენს უჯრედების განვლადობაზე, ფერმენტების აქტივობაზე, იმუნოქიმიურ პროცესებზე და სხვ. ცხოველებსა და მცენარეებში ლიპიდები მონაწილეობენ ენერგეტიკული რეზერვის და თერმოიზოლაციური საფარველის შექმნაში, აგრეთვე სხვადასხვა ორგანოების დაცვაში მექანიკური ზემოქმედებისაგან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9