A E L R T X Y

L-
L-ტ

L-ტრანსფორმაცია

E. L-transformation
Rus. L-трансформация
L. L-transformatio
(ლათ. transformo გარდავქმნი) - გრამ-დადებითი ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის (იხ.) დამშლელი ფერმენტებით (მაგ., ლიზიციმით) დამუშავებისას, წარმოიქმნება პროტოპლასტები ანუ სტრუქტურები, რომელთაც არა აქვთ უჯრედის კედელი, მაგრამ გააჩნიათ ციტოპლაზმური მემბრანა და უჯრედული შიგთავსი. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების დამუშავება ლიზოციმით შლის მხოლოდ უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანის შრეს, მაგრამ გარეგანი მემბრანა (ანდა მისი ნაწილი მაინც) შენარჩუნებულია. ასეთმა სტრუქტურებმა მიიღეს სფეროპლასტების სახელწოდება. იმ შემთხვევაში, თუკი უჯრედის კედლის სინთეზის გენეტიკური კონტროლი შენარჩუნებულია, L-ფორმები ხელსაყრელ პირობებში შეიძლება და უბრუნდნენ საწყის ბაქტერიულ ფორ მას. ბაქტერიების ცვალებადობის ეს ფორმა პირველად აღწერილ იქნა ე.კლინებერგერის მიერ 1935 წელს ჯ.ლისტერის სახელობის ინსტიტუტში. ამიტომ ბაქტერიების ასეთ ცვალებადობას უწოდეს L-ტრანსფორმაცია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9