A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მაგ მად მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაყ მაც მახ

მაკროლიდები

E. macrolides
Rus. макролиды
L. macrolidi
ბუნებრივი და სინთეზური ანტიბიოტიკების კლასი, რომელთა მოქმედების მექანიზმი ბაქტერიოსტატიკურია. მათ მოლეკულაში ლოკალიზებულია ლაქტამური რგოლი, რომელიც დაკავშირებულია ნახშირწყალბადების ერთ ან რამდენიმე ნარჩენთან. ბუნებრივ პრეპარატებს წარმოქმნიან სტრეპტომიცეტები. მაკროლიდების წარმომადგენელია ერითრომიცინი აქტიურებია გრამდადებითი კოკების, კორინებაქტერიების, ბაცილების, ლისტერიების, გრამუარყოფითი კოკების, ბორდეტელების, ქლამიდიების და სხვათა მიმართ. პრეპარატების მაღალი კონცენტრაციები ზოგიერთ ბაქტერიაზე ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებასაც.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9