E. mast cellRus. клетка тучнаяL. mastocytum (cellula crassus) ქართულად: პოხიერი უჯრედი. შემაერთებელი ქსოვილისათვის დამახასიათებელი დიდი ზომის უჯრედია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში. გააჩნია მრავალი დიდი ზომის ციტოპლაზმური გრანულა, რომლებიც შეიცავენ ჰეპარინს, ჰისტამინს, სეროტონინს და სხვ. ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამოთავისუფლდებიან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი ან ალერგიული რეაქციების შემთხვევაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]