E. megacolonRus. мегаколонL. megacolonum (ბერძნ. megas დიდი, kolon კოლინჯი) - მსხვილი ნაწლავის რომელიმე მონაკვეთის, უფრო ხშირად კოლინჯის მნიშვნელოვანი გაფართოება, ზოგჯერ კი დაგრძელებაც. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კოლინჯის განვლადობის დარღვევა, გირშპრუნგის დაავადება ან ხანგრძლივად მიმდინარე ყაბზობა. მეგაკოლონი შეიძლება განვითარდეს აგრეთვე წყლულოვანი კოლიტის გართულების შედეგად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]