L. abscessusRus. абсцессE. abscess (ლათ. abscessus ჩირქგროვა) – ქართულად: ჩირქგროვა. ქსოვილის ან ორგანოს კაფსულით შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთების კერა. ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისაგან არის გამოყოფილი. აბსცესის მაგალითია ფურუნკულოზი. განასხვავებენ განგრენულ, ჰემორაგიულ, ინკაფსულირებულ, მეტასტაზურ, რეტროფარინგულ და სხვა ტიპის აბსცესებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]