A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ მეც მეხ

მელიოიდოზი

E. melioidosis
Rus. мелиоидоз
L. melioidosis
გამომწვევია Burkholderia (Pseudomonas) pseudomallei. ანთროპოზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის კლინიკური მიმდინარეობა სეფტიკოპიემიის მსგავსია. მცირე ზომის, მოძრავი, არას პოროგენური, გრამ-უარყოფითი ჩხირია, აერობი. ინფექციის წყაროა მღრღნელები, შინაური და გარეული ცხოველები. გამომწვევი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან. მელიოიდოზი ენდემური დაავადებაა - გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში. იწვევს მრავლობით აბსცესებს. საინკუბაციო პერიოდი 2-3 დღეს შეადგენს. პროგნოზი მძიმეა. სამკურნალოდ იყენებენ სულფანილამიდურ პრეპარატებს და ანტიბიოტიკებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9