A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ მეც მეხ

მენინგოკოკები

E. meningococci
Rus. менингококи
L. meningococci
(ბერძნ. meninx ტვინის გარსი, kokkos მარცვალი) - ჩირქოვანი ცერებროსპინალური მენინგიტის გამომწვევი (Neisseria meningitidis) გრამ-უარყოფითი, ყავის მარცვლის ფორმის უჯრედებია. ხშირად განლაგებულნი არიან წყვილებად, ტეტრადებად ანდა უწესრიგოდ, არც თუ იშვიათად ლეიკოციტების შიგნით. მკაცრი აერობებია. მათი ტოქსიკურობა განპირობებულია უჯრედის კედლის ლიპოპოლისაქარიდის (ენდოტოქსინის) არსებობით, რომელსაც გარდა ტოქსიკურობისა, გააჩნია პიროგენური, ნეკროზული და ლეტალური მოქმედებაც. ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია. ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინფექციის კარიბჭე ცხვირ-ხახაა, საიდანაც მენინგოკოკები იჭრებიან ლიმფასა და სისხლში. იწვევენ ნაზოფარინგიტს, მენინგოკოკცემიას, ხოლო ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვისას - ეპიდემიურ ცერებროსპინალურ მენინგიტს
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9