E. myeloleukemiaRus. миелолейкемияL. myeloleucaemia (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, leukos თეთრი, haima სისხლი) - ქრონიკული ლეიკემიის ერთ-ერთი სახეა. მორფოლოგიური სუბსტრატია გრანულოციტური რიგის დიფერენცირებული და არადიფერენცირებული უჯრედები. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ მიელოლეიკემიებს. 1. მწვავე ლეიკემია - სიმსივნური ზრდის პროცესის სუბსტრატი ძირითადად მიელოპოეზის წინაპარი უჯრედია (მიელობლასტი). 2. ქრონიკული მიელოლეიკემია - სიმსივნის მორფოლოგიური სუბსტრატი ძირითადად წარმოადგენს დიფერენცირებულ გრანულოციტებს. კლინიკური მიმდინარეობა ხასიათდება რეციდივებით (ბლასტური კრიზი) და რემისიებით. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]