E. mycoplasmsRus. микоплазмыL. mycoplasma (ბერძნ. mykes სოკო, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ბაქტერიების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთაც ბაქტერიებისაგან განსხვავებით არა აქვთ უჯრედის კედელი. აღნიშნული მიკროორგანიზმი წარმოდგენილია 2 სახით: დიფერენცირებული უჯრედებით (500-1000 ნმ) და PPLO - ელემენტარული სხეულაკებით (75-250ნმ). გვხვდება აგრეთვე ძაფისებრი ფორმებიც. ვირუსებს და ელემენტარულ სხეულაკებს გააჩნიათ საერთო თვისებები: ზომები, ფილტრაბელურობა, ეთერისადმი მგრძნობელობა, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა. ვირუსებისაგან განსხვავებით, ამ ორგანიზმებს შეუძლიათ ხელოვნურ საკვებ ნიადაგებზე ზრდა, შეიცავენ როგორც დნმ-ს, ასევე რნმ-ს და ა.შ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]