E. microelementsRus. микроэлементыL. microelementi (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. elementum სტიქია, საწყისი ნივთიერება) - ქიმიური ელემენტები, რომლებიც ორგანიზმში იმყოფებიან მცირე (პროცენტის მეათასედი და ნაკლები) რაოდენობით. მიკროელემენტების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ენდემური დაავადება (მაგ., იოდის ნაკლებობამ - ენდემური ჩიყვის განვითარება). ზოგიერთ მათგანს სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ სამკურნალო პრეპარატების სახით. მიკროელემენტებს მიეკუთვნება: Mn, Co, Cu, Zn, Mo, B, F, I და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]