E. myxomaRus. миксомаL. myxoma (ბერძნ. myxa ლორწო, oma სიმსივნე) - შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი ჟელატინისმაგვარი კეთილთვისებიანი სიმსივნე. ახასიათებს ლორწოვანი პარენქიმა და სისხლძარღვების შემცველი სტრომა. წინაგულის მიქსომა წარმოადგენს გულის, ჩვეულებრივ, მისი მარცხენა ნახევრის სიმსივნეს. ვითარდება წინაგულებსშორისი ტიხარიდან. წარმოქმნილი მიქსომის სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, სახსრების ტკივილები, აგრეთვე გონების უეცარი დაკარგვა, რაც გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის დარღვევით. მიქსომა შეიძლება შეცდომით იქნეს დიაგნოსტირებული როგორც მიტრალური სარქველის სტენოზი. აუცილებელია მისი ქირურგიული ამოკვეთა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]