A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოზ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოც მოწ

მოცხარი

E. currant
Rus. смородина
L. Rubes nigrum L
ბუჩქია. შეიცავს ასკორბინის მჟავას, P, B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, შაქრებს, პექტინებს, მთრიმლავ და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, პიგმენტებს, ფიტონციდებს და სხვ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, შარდმდენი და სხვა თვისებები. გამოიყენება როგორც პოლივიტამინი, აგრეთვე როგორც მადის აღმძვრელი საშუალება. იყენებენ რევმატიზმის დროს, თირკმლების, შარდის ბუშტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების შემთხვევებში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9