A E L R T X Y

მა მბ მგ მე მზ მი მკ მლ მნ მო მრ მს მუ მღ მშ მწ მხ
მსხ

მსხვილი ნაწლავი

E. large intestine
Rus. толстая кишка
L. intestinum crassum
ნაწლავი, რომელიც მდებარეობს წვრილ და სწორ ნაწლავებს შორის. შედგება ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური კოლინჯებისაგან. ეს უკანასკნელი გადადის სწორ ნაწლავში. უჯრედისს (ცელულოზას) შლის ცელულოზას დამშლელი სპეციალური ბაქტერიები (საერთოდ მსხვილ ნაწლავში დაახლ. 260 სხვა დასხვა დასახელების მიკროორგანიზმი ბინადრობს). ბაქტერიების ერთი ჯგუფი ასინთეზებს ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ როლს თამაშობს სისხლის შედედებაში. მსხვილ ნაწლავში შეიწოვება წყლის ძირითადი მასა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9