E. mucoviscidosisRus. муковисцидозL. mucoviscidosis (ლათ. mucus ლორწო, viscidus წებოვანი, ბერძნ. osis დგომარეობა) - მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება პანკრეასის, ნაწლავების ჯირკვლების და სასუნთქი გზების კისტოზური გადაგვარებით. ამის მიზეზია მათი გამომყვანი სადინრების დახშობა ბლანტი სეკრეტით. ვლინდება ქრონიკული პნევმონიით, საჭმლის მონელების დარღვევით. დაავადების დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]