A E L R T X Y

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაზ ნან ნარ ნატ ნაღ ნაყ ნაც ნაწ ნახ

ნაწლავის ჩხირი

E. intestinal rod
Rus. кишечная палочка
L. bacillus intestinalis (Escherichia coli)
Enterobacteriaceae-ს ოჯახის წარმომადგენელია. პირველად აღწერა გერმანელმა თ.ეშერიხმა 1885 წელს. აქვს მომრგვალო ჩხირის ფორმა, მოძრავია, გააჩნია შოლტები, გრამ-უარყოფითია. ადამიანის და ცხოველების ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენელია. იწვევს ჩირქოვან-ანთებით პროცესებს, სეპტიცემიას. დიდ როლს ასრულებს დიარეის განვითარებაში. ფართოდ იყენებენ გენეტიკური ინჟინერიის პროფილის ლაბორატორიებში ჩატარებული ექსპერიმენტებისათვის.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9