A E L R T X Y

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ

ნეირონი

E. neuron
Rus. нейрон
L. neuronum
(ბერძნ. neuron ნერვი) - ნერვული სისტემის ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული. მონაწილეობს გაღიზიანების მიღებაში, ნერვული იმპულსების სხვა უჯრედებისაკენ გატარებაში. მისი მთავარი სტრუქტურული თავისებურებაა მორჩების (დენდრიტების და აქსონების) არსებობა. ყოველ ნეირონს გააჩნია სხეული - გაფართოებული ნაწილი, სადაც ლოკალიზებულია ბირთვი და ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი (აქსონი და დენდრიტები). აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის სხეულიდან პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები - უჯრედის სხეულისაკენ. ერთი რომელიმე აქსონისა და მეორე ნეირონის დენდრიტს შორის კონტაქტის ადგილს სინაფსი ეწოდება. სინაფსში იმპულსი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ აქსონიდან დენდრიტზე.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9