A E L R T X Y

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ

ნეიროჰორმონები

E. neurohormones
Rus. неирогормоны
L. neurohormoni
(ბერძნ. neuron ნერვი, hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც გამოიმუშავებენ განსაკუთრებული ნეირონები, ე.წ. ნეიროსეკრეტორული უჯრედები. მედიატორების მსგავსად გამომუშავდება ნერვულ დაბოლოებებში, ხოლო სისხლსა და ქსოვილოვან სითხეებში გამოიყოფა ჰორმონების მსგავსად. ასეთი ჰორმონების მაგალითია ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი, რომლებსაც წარმოქმნიან ჰიპოთალამუსის ნეირონები, ხოლო სისხლის ნაკადში გამოთავისუფლდებიან ჰიპოფიზის უკანა წილიდან, აგრეთვე ნორადრენალინი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვანი ნივთიერება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9