A E L R T X Y

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ

ნერვული სისტემა

E. nervous system
Rus. нервная система
L. systema nervosus
(ლათ. nervus ნერვი) - ადამიანისა და ცხოველების სპეციალიზებული წარმონაქმნების (ნეირონების და სხვა სტრუქტურების) მორფოლოგიური და ფუნქციური ერთობლიობა, რის საშუალებითაც ხდება ორგანოებისა და სისტემების გაერთიანება და მომქმედი გამღიზიანებლის აღქმა. ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციური თავისებურებაა რეფლექსი, რაც დაკავშირებულია აგზნების ნერვულ რკალებზე გავრცელებასთან და შეკავების პროცესთან. მაღალორგანიზებულ ორგანიზმებში ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9