A E L R T X Y

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოდ ნოვ ნოზ ნოკ ნომ ნონ ნორ ნოს ნოქ

ნოკარდიოზი

E. nocardiosis
Rus. нокардиоз
L. nocardiosis
ადამიანის სისტემური დაავადებაა, რომლის გამომწვევია აქტინომიცეტი Nocardia asteroides, უფრო იშვიათად კი N.farcinica, N.brasiliensis და სხვ. ნოკარდიები ძალზე ახლოს დგანან ტუბერკულოზის გამომწვევ მიკობაქტერიებთან: მდგრადები არიან მჟავების მიმართ, გრამ-დადებითებია, უმოძრაონი. დამახასიათებელია მწვავე და ქვემწვავე პნევმონიების განვითარება, ზოგჯერ პათოლოგიური პროცესის ჰემატოგენური გენერალიზაციით. შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაც. დაავადება პირველად აღწერა ე. ნოკარმა 1888 წელს. სამკურნალოდ იყენებენ ანტიბიოტიკებს (ტეტრაციკლინებს, ამინოგლიკოზიდებს და სხვ.).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9