E. nutrientsRus. нутриентыL. nutrientia (ინგლ. nutrient საკვები ნივთიერება) - საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვ.), რომლებიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება თავისი ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად; საკვები ნივთიერებები, რომლებიც შეიწოვება ნაწლავების საშუალებით. წარმოიქმნება საჭმლის მონელების პროცესში, რასაც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის სიმბიოზური მიკროორგანიზმები.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]