E. otitisRus. отитL. otitis (ბერძნ. otos ყური, itis ანთება) - ყურის ანთება. ოტიტის სიმპტომებია ყურის ძლიერი ტკივილი და სხეულის მაღალი ტემპერატურა. მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკებს, ზოგ შემთხვევაში კი ქირურგიულ დრენირებას (მირინგოტომია). ოტიტის ერთ-ერთი გამოვლინებაა ლაბირინთიტი (labyrinthitis) - შიგნითა ყურის ანთება, რაც იწვევს თავბრუსხვევას, წონასწორობის დარღვევას და საბოლოო ჯამში - სიყრუეს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]