A E L R T X Y

ობ ოდ ოვ ოზ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოყ
ოფთ ოფი ოფლ ოფს

ოფლი

E. sweat
Rus. пот
L. sudor (hidros)
საოფლე ჯირკვლების მიერ სეკრეტირებული უფერო სითხეა. მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია ნატრიუმის ქლორიდი და შარდოვანა. ოფლის გამოყოფის პროცესში ორგანიზმი კარგავს აზოტშემცველ პროდუქტებს. გარდა ამისა, ოფლის გამოყოფა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თერმორეგულაციაში, რადგანაც ოფლის აორთქლება კანის ზედაპირიდან იწვევს ამ ორგანოს გაციებას. ოფლის გამოყოფას აძლიერებენ: ტკივილი, გულისრევა, აღელვება, აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერება (ოფლგამომყოფი საშუალებები). ოფლის გამოყოფის შემცირებას ადგილი აქვს ორგანიზმის გაციებისას, ფაღარათისას, აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღებისას.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9