A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პავ პათ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ

პანკრეატიტი

E. pancreatitis
Rus. панкреатит
L. pancreatitis
(ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, kreas ხორცი, itis ანთება) - კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. მწვავე პანკრეატიტი (acute pancreatitis) ჩვეულებრივ ვითარდება უეცრად და ხასიათდება ძლიერი ტკივილებით მუცლისა და ზურგის არეში, რასაც არც თუ იშვიათად ერთვის შოკი. მწვავე პანკრეატიტი შეიძლება განვითარდეს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, ანდა ალკოჰოლიზმის შემთხვევაში. ქრონიკული პანკრეატიტის (chronic pancreatitis) შემთხვევაში ტკივილები ადამიანს თითქმის არ აწუხებს. ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს პანკრეასის უკმარისობა, რასაც შეიძლება თან მოყვეს მალაბსორბცია და შაქრიანი დიაბეტი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9