E. parasitismRus. паразитизмL. parasitismus (ბერძნ. parasitos მუქთახორა) - ორგანიზმთა თანაცხოვრების ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ერთი პარტნიორი მეორის ხარჯზე ცხოვრობს და აყენებს მას ზიანს. როგორც წესი, პარაზიტი მასპინძელს არ კლავს, რადგანაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვევდა თვით პარაზიტის დაღუპვასაც. ევოლუციის პროცესში სისტემა პარაზიტი-მასპინძლის ჩამოყალიბება წარმოებდა ამ ორი პარტნიორის ურთიერთადაპტაციის გზით, რამაც განაპირობა ამ სისტემის მდგრადობა. ხშირად პარაზიტებს ჰყავთ თავიანთი პარაზიტი, ე.წ. სუპერპარაზიტი
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]