E. paramyxovirusesRus. парамиксовирусыL. paramyxovirus (ბერძნ. para ახლოს, myxa ლორწო, ლათ. virus შხამი) - ორთომიქსოვირუსების მონათესავე ოჯახია. მასში ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა ლოკალიზებულია ერთი და იმავე კბილანისმაგვარ გამონაზარდში. პარამიქსოვირუსებში შედის პარაგრიპის, ეპიდემიური პაროტიტის, წითელას ვირუსები. ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია ფუზოგენური თვისებების მქონე სენდაის ვირუსი, რომელიც მსუბუქი რესპირატორული დაავადებების გამომწვევია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]