A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პავ პათ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ

პარვოვირუსები

E. parvoviruses
Rus. парвовирусы
L. parvovirus
(ლათ. parvus პატარა, მცირე) - ვირუსების ეს ოჯახი შედგება 3 გვარისაგან, რომელთაგან 2 (Parvovirus და Densovirus) პათოგენურნი არიან ადამიანისათვის. მესამე გვარი - Dependovirus შეიცავს ე.წ. დეფექტურ ვირუსებს, რომელთა რეპროდუქციისათვის აუცილებელია „დამხმარე” ვირუსის არსებობა. პარვოვირუსები წარმოადგენენ მცირე ზომის ვირიონებს, რომელთა დიამეტრი მხოლოდ 18-26ნმ-ია. გენომი შედ გება ერთჯაჭვიანი დნმ-საგან. მგრძნობიარენი არიან UV-სხივების მიმართ. ყველაზე უფრო პათოგენურია ვირუსი B19
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9