0

ი- ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იპ იჟ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იც იძ იწ იჭ იხ იჯ იჰ
ირა ირბ ირგ ირდ ირე ირვ ირი ირკ ირლ ირმ ირნ ირო ირპ ირტ ირუ ირღ ირშ ირჩ

ირანი

1979 წლიდან ოფიციალური სახელი - ირანის ისლამური რესპუბლიკა, jomhurie eslamie iran, 1935 წლამდე ერქვა სპარსეთი
- სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს, დასავლეთით – ერაყს, ჩრდილოეთით – თურქმენეთს, აღმოსავლეთით – ავღანეთს და პაკისტანს. სამხრეთით აკრავს სპარსეთის ყურე.
- ეროვნული დევიზი – „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“.
- ჰიმნი – „sored-e meli-e iran“ (ირანელი ხალხის სიმღერა).
- მმართველობის ფორმა – ისლამური რესპუბლიკა.
- უმაღლესი ოფიციალური პოსტი – პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან მეჯლისს.
- ფართობი – 1 648 195 კვ.კმ.
- დაყოფილია 30 ოსთანად, რომლებიც თავის მხრივ შედგება შაჰრესთანებისგან.
- მოსახლეობა – 71 მილიონი.
- სიმჭიდროვე – 42 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- დედაქალაქი – თეირანი.
- ოფიციალური ენა – სპარსული.
- სახელმწიფო რელიგია – ისლამი (შიიტური განშტოება).
- ვალუტა – ირანის რიალი.
- ქვეყნის კოდი – IRN.
- დროის სარტყელი – UTC +3.30.
- სატელეფონო კოდი – +98.
- ინტერნეტ-დომენი – ir.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9