(კვერნაქის სერი, კვერნაქები) - ბორცვიან - დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, ტირიფონ - მუხრანის ვაკეებსა და მდინარე მტკვრის შუა ხეობას შორის (გორის, კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტში). გადაჭიმულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე საქაშეთისხევიდან (დას.) მდინარე არაგვამდე (აღმოს.). საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კილომეტრი, სიგანე - 7-8 კილომეტრი. აგებულია ნეოგენური მოლასური ნალექებით - კონგლომერატებით. სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი - დამრეცი. გარდიგარდმო გადაკვეთილია მდინარეების ლიახვის, ლეხურის და ქსნის ხეობებით, რომლებიც მას ოთხ მონაკვეთად ყოფს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]