ქედის თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და დიდხევის წყალგამყოფი ქედი. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (სიმაღლე 3039 მ), სამხრეთით - მწვერვალი პატარა ანდარაზანი (სიმაღლე 2348 მ). ქედი ძირითადად აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. თხემურ ზონაში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვევით - წიფლის ტყე.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]