0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ან ან ან- ანა ანბ ანგ ანდ ანე ანვ ანზ ანთ ანი ანკ ანლ ანო ანპ ანჟ ანრ ანს ანტ ანუ ანფ ანქ ანღ ანყ ანშ ანჩ ანც ანძ ანწ ანხ ანჯ ანჰ

ანდის ყოისუ

მდინარე საქართველოსა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში, სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. წარმოიქმნება თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) – 203 კილომეტრი, აუზის ფართობი – 4820 კვ.კმ. მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. იერთებს მრავალ მთის მდინარეს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში - მყინვარებითაც. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში იცის, წყალმცირობა - ზამთარში. უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს და ქმნის მდინარე სულაკს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9