არაბ. „მორჩილება“, „უფლის მონობა“
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მონოთეისტური რელიგია; ჩაისახა VII საუკუნის დასასრულს არაბეთში. მის მამათავრად ითვლება ნახევრად ისტორიული პიროვნება, ქალაქ მექაში მცხოვრები ვაჭარი მუჰამედი. XXI საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 900 მილიონი მორწმუნე აღიარებს ისლამს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]