0

ი- ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იპ იჟ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იც იძ იწ იჭ იხ იჯ იჰ
იტა იტე იტი იტო იტრ იტუ

იტალია

It. La Republica Italiana
იტალიის რესპუბლიკა
- სახელმწიფო ევროპის სამხრეთ ნაწილში, აპენინის ნახევარკუნძულზე და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთს, ჩრდილოეთით – შვეიცარიას და ავსტრიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით – სლოვენიას. შიდა საზღვრები – ვატიკანთან და სან-მარინოსთან.
- ერთიან სახელმწიფოდ საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1946 წლის 2 ივნისს.
- ჰიმნი – „La Canzone degli Italiani“ (იტალიელთა სიმღერა).
- მმართველობის ფორმა – რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (დეპუტატთა პალატა და რესპუბლიკის სენატი).
- ფართობი – 301 230 კვ.კმ.
- დაყოფილია 20 ადმინისტრაციულ ოლქად, რომლებშიც 110 პროვინციაა გაერთიანებული.
- მოსახლეობა – 60 მილიონი.
- სიმჭიდროვე – 196 ადამიანი 1 კვ.კმ.-ზე.
- მორწმუნენი ძირითადად კათოლიკები არიან.
- დედაქალაქი – რომი.
- სახელმწიფო ენა – იტალიური.
- ვალუტა – ევრო.
- ქვეყნის კოდი – ITA.
- დროის სარტყელი – UTC +1.
- სატელეფონო კოდი – +39.
- ინტერნეტ-დომენი – it
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9