0

ლ, ლა ლე ლვ ლი ლლ ლმ ლო ლპ ლტ ლუ ლღ ლჭ ლხ ლჰ
ლო ლო ლო- ლოა ლობ ლოგ ლოდ ლოვ ლოზ ლოთ ლოი ლოკ ლოლ ლომ ლონ ლოო ლოპ ლოჟ ლორ ლოს ლოტ ლოუ ლოფ ლოქ ლოყ ლოშ ლოც ლოძ ლოწ ლოჭ ლოხ ლოჯ

ლობოროტის ქედი

ქედი ბაღდათის, ვანის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი), სუფსისა და სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. მერიდიანული მიმართულებისაა, იწყება მწვერვალ მეფისწყაროდან. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექსიებით, ტუფებითა და ანდეზიტური განფენით. კალთები ციცაბო და ძლიერ დაღარული აქვს, თხემი — ფართო. ქედზე აღმართულია მწვერვალები: დიდი ლობოროტი (2730 მ), პატარა ლობოროტი (2415 მ), თაფლოვანი (2323 მ), შუაგორა (2268 მ), ლამაზგორა (2174 მ) და სხვა. კალთები ქვემოთ შემოსილია შერვული ფართოფოთლოვანი ტყით, ზემოთ წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემზე სუბალპური ლიხი და ალპური მდელოებია.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9