0

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
არ არ არა არბ არგ არდ არე არვ არზ ართ არი არკ არლ არმ არნ არო არპ არჟ არს არტ არუ არფ არქ არღ არყ არშ არჩ არც არძ არწ არჭ არხ არჯ

არგვეთი

  1. მარგვეთი
    ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები. ვახტანგ გორგასალის დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ დავითი და კონსტანტინე. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, ბაღვაშების (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ (1103 წელი) დავით აღმაშენებელმა მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო. არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, აკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სახვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისისა და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი, აგებული 1010-1014 წლებში ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.
  2. სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან – 600 მეტრი, საჩხერიდან – 7 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 945 კაცი.
  3. Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9