ძველ ბერძნულ მითოლოგიაში – ზევსის და მნემოსინეს ქალიშვილები, ქალღმერთები, მეცნიერების, პოეზიის და ხელოვნების მფარველები: ევტერპე - ლირიული პოეზიის, კლიო - ისტორიის, ტალია - კომედიის, მელპომენე - ტრაგედიის, ტერფსიქორე - ცეკვის, ერატო - სატრფიალო პოეზიის, პოლიჰიმნია - ჰიმნების, ურანია - ასტრონომიის, კალიოპე - ეპიური პოეზიის.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]