მთების დიდი აბულის და პატარა აბულის გავრცელებული სახელწოდება.
მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარჯვენა შენაკადი.
ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის მთის დასავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან – 2176 მეტრი, ზედაპირის ფართობი - 0,9 კვ.კმ. აუზის ფართობი - 8,3 კვ.კმ. სიღრმე - 1,4 მეტრი.
სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (კარტიკამის თემის საკრებულო), მდებარეობს პატარა აბულის მთის ძირას, მდინარე ფარავნის შენაკად აბულის სათავეში. ზღვის დონიდან - 1960 მეტრი, ახალქალაქიდან - 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 627 ადამიანი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]