0

მ- მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მხა მხდ მხე მხვ მხი მხლ მხნ მხო მხრ მხს მხტ მხუ მხშ მხც

მხარგრძელები

დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. მათი აღზევება დაიწყო გიორგი III-ის კარზე დემნა უფლისწულის ამბოხების (1177) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები თამარის და მისი მემკვიდრეების ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროს. სომეხი ისტორიკოსების კირაკოს განძაკეცისა და ვარდანის ცთ, მხარგრძელთა წინაპრები ეროვნებით ქურთები იყვნენ. XIII საუკუნის ქართული წყაროები კი (თამარის ისტორიკოსები) მათ მიიჩნევდნენ ძველი ირანის მეფის არტაქსერქსე I მხარგრძელის (აქემენიდი) შთამომავლებად.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9