სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 5 სოფელს: კვირიკე, ნაბაკევი, ნინუაკუთხე, ჩხენიში, ხუნჯულაური). ზღვის დონიდან - 35 მეტრი, სამტრედიიდან - 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 564 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]