სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ნახშირღელის თემის საკრებულო), მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 130 მეტრი, თერჯოლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 450 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზეა ნავენახევის მღვიმე, მიდამოებში - ქალცედონისა და სპონგოლითის საბადოები.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]