მდინარე შიდა ქართლში, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ალევის ქედის სამხრეთ ბოლოზე, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე, ერთვის მდინარე არაგვს მარჯვნიდან. სიგრძე - 47 კილომეტრი, აუზის ფართობი - 277 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, წყალამოვარდნა — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 1,86 კუბ.მ./წმ. იყენებენ სარწყავად.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]