0

ნა ნგ ნდ ნე ნზ ნი ნკ ნო ნს ნუ ნჩ ნწ ნჯ
ნაა ნაბ ნაგ ნად ნაე ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნაო ნაპ ნაჟ ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაშ ნაჩ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ ნაჯ ნაჰ

ნაფარეული

სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლოპოტის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან - 420 მეტრი, თელავიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2577 ადამიანი. ნაფარეულში შემორჩენილია სათავდაცვო ნაგებობა - ციხე-გალავანი. აშენებული XVIII საუკუნეში ლეკთა გამუდმებული თავდასხმების დროს. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება და დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ორიარუსიანი გალავნის ქვედა იარუსი ყრუა, ზედაზე სათოფურებია. გალავნის კუთხეებში დაყოლბულია კოშკები, რომელთაც შესასვლელი მხოლოდ ეზოს მხრიდან აქვთ. კოშკებში სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეებია დატანებული.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9